შეცვლა / დაბრუნების პოლიტიკა

შეცვლისა და დაბრუნების პოლიტიკა

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის Medportal.ge-ის პროდუქციის შეცვლისა და დაბრუნების წესებს.

საკვები დანამატები მიეკუთვნება პროდუქტების იმ კატეგორიას, რომელთა დაბრუნებაც, სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად რეგულირდება.

1. პროდუქტები, რომლებიც არ ექვემდებარება დაბრუნებას/შეცვლას:

საქართველოს კანონმდებლობისა და ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად, დაბრუნებას ან შეცვლას არ ექვემდებარება პროდუქტი, რომლის:

  • ქარხნული შეფუთვა (მაგ. დამცავი პლომბი ან თავსახური) გახსნილია ან დაზიანებულია.

  • შეფუთვა დაზიანებულია მომხმარებლის მიერ პროდუქტის მიღების შემდეგ.

  • გასულია შეძენიდან 14 კალენდარული დღე.

2. პროდუქტის შეცვლის/დაბრუნების პირობები (გამონაკლისი შემთხვევები):

პროდუქტის შეცვლა ან დაბრუნება (თანხის ანაზღაურება) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • მიიღეთ არასწორი პროდუქტი: პროდუქტი არ შეესაბამება თქვენს შეკვეთას (მაგ. სხვა დასახელება, სხვა არომატი).

  • ქარხნული წუნი: პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი (მაგ. დაზიანებულია ჰერმეტულობა გახსნამდე, ვადაგასულია მიღების მომენტში).

  • დაზიანება ტრანსპორტირებისას: პროდუქტი დაზიანდა კურიერის მიერ მოწოდების პროცესში.

3. პროცედურა:

ზემოთ აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების დადგომისას, მომხმარებელი ვალდებულია:

  1. დაგვიკავშირდეს პროდუქტის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში (არაუგვიანეს) შემდეგი არხებით: კონტაქტ ფორმის მეშვეობით ან მეილზე: info@medpoertal.ge.

  2. წარმოადგინოს შეკვეთის დეტალები (შეკვეთის ნომერი).

  3. წარმოადგინოს პრობლემის ამსახველი ფოტო/ვიდეო მტკიცებულება.

მნიშვნელოვანია: დასაბრუნებელი/შესაცვლელი პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს გაუხსნელ, ორიგინალ ქარხნულ შეფუთვაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა წუნი ვიზუალურად არ ჩანდა გახსნამდე).

4. ანაზღაურება:

დაბრუნების მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, Medportal.ge უზრუნველყოფს პროდუქტის შეცვლას იდენტური ან სხვა, შეთანხმებულ პროდუქტში, ან მომხმარებელს აუნაზღაურებს გადახდილ თანხას სრულად 5 სამუშაო დღის განმავლობაში.


შენიშვნა: შპს მედპორტალ ჯორჯია (Medportal.ge) იტოვებს უფლებას, არ დააკმაყოფილოს დაბრუნების მოთხოვნა, თუ ზემოაღნიშნული პირობები არ არის დაცული. გთხოვთ, შეკვეთის მიღებისთანავე გადაამოწმოთ პროდუქციის მთლიანობა კურიერის თანდასწრებით.

Shopping Cart
Scroll to Top