ნინო შურღაია
ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა “კარაპს მედლაინის” ექიმი მეან-გინეკოლოგი, ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის კვლევის სპეციალისტი.
დაიბადა ქ. თბილისში 1971 წელს. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1996-1998 წ.წ. სპეციალიზაციის კურსი გაიარა თბილისის N1 სამშობიარო სახლში, ხოლო 2003წ. სწავლების კურსი - კ.ჩაჩავას სახელობის მეანობა-გინეკოლოგიისა და პერინატალოგიის ცენტრში.
2000-2002 წ.წ. იყო წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. 2004-2009 წ.წ. მუშაობდა სამშობიაროში “იმედის კლინიკა”. 2005-2008 წ.წ. - სამეანო-გინეკოლოგიურ რეაბილიტაციის ცენტრში “ვენუს ჯორჯია”. 2009 წლიდან არის კლინიკა “კარაპს მედლაინის” ექიმი მეან-გინეკოლოგი. |