ვადიმ ხატიაშვილი
მედიცინის აკადემიური დოქტორი, ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქურურგიის კლინიკა ”კარაპს მედლაინის” ექიმი-გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი.
1996 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “საშვილოსნოს სუპრავაგინალური ამპუტაცია და ექსტირპაცია ენდოსკოპიური მეთოდით”.
1984-1985 წწ. მუშაობდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში, სანიტრად. 1996-1998 წწ. იგი იყო მოსკოვის ოჯახის დაგეგმისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ექიმი-გინეკოლოგი. 1998-2002 წწ. - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ადამიანის გენერაციული ფუნქციის ჟორდანიას სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი. 1999-2005 წწ. - კლინიკა ,,გრანდის” ექიმი-გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი. 2005-2007 წწ. - ენდოსკოპიური ქირურგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრ ,,იუნონას” ექიმი-გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი. 2007 წლიდან - ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქურურგიის კლინიკა «კარაპს მედლაინის» ექიმი-გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი.
2006 წელს გაიარა სტაჟირება ოპერატიულ ენდოსკოპიაში საერთაშორისო სასწავლო ცენტრში (კლერმონ ფერანი, საფრანგეთი).
1994 წლიდან არის გინეკოლოგ ენდოსკოპისტთა მოსკოვური ცენტრის წევრი.
2010 წლიდან არის ევროპის გინეკოლოგ ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი.
გამოქვეყნებული აქვს 19 სამეცნიერო ნაშრომი, 1 სახელმძღვანელო.