ვახტანგ ჭუმბურიძე
 

აკად. გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური ფარმაკოლოგიისა და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1985 წ. - სტაჟირება ბერლინში, სისხლის მიმოქცევის ინსტიტუტში.

1987-1988 - სტაჟირება გულის, ფილტვის და სისხლის ნაციონალურ ინსტიტუტში, ბეთესდა, აშშ.

1988-დან დღემდე - მონაწილეობა რანდომიზირებულ, მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევებში, მთავარი მკვლევარი.

პროფესიული საზოგადოების წევრობა:
ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი, ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის საპატიო წევრი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

პუბლიკაციები: 3 მონოგრაფია, 130 სამეცნიერო სტატია, 1 საავტორო მოწმობა.