არჩილ ჩუხრუკიძე

აკად. გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი.

1996-1998 - კლინიკური ორდინატურა მოსკოვის ა.ნ. ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, სპეციალობა - კარდიოლოგია და ინტერვენციული კარდიოლოგია.

1996-1998 - სპეციალიზაცია მოსკოვის ინტერვენციული და პრაქტიკული კარდიოლოგიის ცენტრში, სპეციალობა - ინტენსიური თერაპია და ინტერვენციული კარდიოლოგია.

1999-2011 - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტენსიური თერაპიის ბლოკის ხელმძღვანელი.

1998 წლიდან გ. ჩაფიძის სახ, გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულ-სისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიის ექიმი - ინტერვენციული კარდიოლოგი.

2008 წლიდან Fellow European Society of Cardiology.

2011 წლიდან - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.