გულნარა ჩაფიძე
აკად. გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი (1994 წლიდან). საქართველოს ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.
სამეცნიერო ხარისხები:
1962- მედიცინის მეცნიერებათა ფილოსოფიის დოქტორი,
1976- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
1987- პროფესორი,
1994 - სამედიცინო აკადემიის პრეზიდენტი.
პროფესიული საზოგადოების წევრობა:
საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების წევრი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი.
საუკუნის სახელის მფლობელი - ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის (2011)
წმინდა გიორგის ოქროს ორდენის მფლობელი - 2011 (სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებით).
პუბლიკაციები: 259 სამეცნიერო ნაშრომი. |