ინა სამარგულიანი


ნ.კახიანის სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფლების გამგე, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სანიტარული სამსახურის მთავარი კარდიოლოგი.



     სამედიცინო პრაქტიკა: კარდიოლოგია
 
საკონტაქტო ინფორმაცია: ნ.კახიანის სახ. რკინიგზის  საავადმყოფო,
                                               კარდიოლოგიური განყოფილება
                                               თბილისი, ჩაჩავას ქ.1 (VI სართ.)
                                               ტელ.: 527699
           პაციენტთა მიღება: ყოველდღე 11 სთ-დან 14 სთ-მდე


ინა სამარგულიანი დაიბადა 1945 წელს. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1974-1977წწ. სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში.
 
1971 წლიდან მუშაობს ნ.კახიანის სახელობის რკინიგზის საავადმყოფოში ჯერ ექიმ-ორდინატორად მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილებაში, ხოლო 1986 წლიდან - კარდიოლოგიური განყოფილების გამგედ. არის საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სანიტარული სამსახურის მთავარი კარდიოლოგი.
 
აქვს 6 სამეცნიერო ნაშრომი კარდიოლოგიაში.