პავლე მაჭავარიანი
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, მ.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი.
სამედიცინო პრაქტიკა: კარდიოლოგია
საკონტაქტო ინფორმაცია: მ.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტი ქ.თბილისი გუდამაყარის შეს. 2
ტელ.: 61 05 19
პაციენტთა მიღება: ყოველდღე 10.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე;
შპს «სპექტრი»
ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის პრ. N 27/29,
ტელ.: 22 27 90
პაციენტთა მიღება: ყოველდღე 16.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე
პავლე მაჭავარიანი დაიბადა 1951 წელს ქ.თბილისში. 1974 წელს დაამთავრა ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: «მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა მკურნალობა სუსტაკით, ობზიდანით და მათი კომბინაციით”.
1994 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: «სისტემური თრომბოლიზური თერაპიის გავლენა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა მარცხენა პარკუჭის კუმშვადობაზე, ინფარქტის ზომაზე, დაავადების მიმდინარეობასა და მის პროგნოზზე”.
1974 წლიდან მუშაობს მ.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტში ექიმ-ორდინატორის, უმცროსი მეცნიერ მუშაკის, უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობებზე. 1994 წლიდან ხელმძღვანელობს მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილებას, 1997-2000 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია «ალდაგის» ექიმ-ექსპერტად. 2002 წლიდან დღემდე - შპს «სპექტრის» კარდიოლოგია. ამავე დროს, 2001 წლიდან არის ი.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი.
პავლე მაჭავარიანი არის საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული სწავლებისა და წვრთნის პროგრამის «მიოკარდიუმის ინფარქტის მენეჯმენტი» (ბუდაპეშტი, 1996წ.) მონაწილე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ხელისშეწყობით ჩატარებული «ადრეული კორონალური დახმარების პილოტური პროექტი საქართველოში» კლინიკური კოორდინატორი (თბილისი - ნიუ-იორკი, 1997-1998წწ), საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევის HEKO 2-ის მკვლევარი (თბილისი, 1998-2000წწ.).
გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი კარდიოლოგიაში. არის მეთოდური რეკომენდაციებისა და წერილების ავტორი.
|