გიორგი ხულელიძე

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა ”კარაპს მედლაინის” ექიმი-ქირურგი.

დაიბადა 1958 წლის 24 ნოემბერს. 1982-1989 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.

1989-1995 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1990-2004 წწ - ქ.თბილისის N8 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი. 1992-1996 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N3 კათედრის ასისტენტი. 1992-2004 წწ. - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ ,,მომავლის ექიმის” პრორექტორი. 2004-2007 წწ. - ენდოსკოპიური ქირურგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრ ,,იუნონას” ქირურგიული სამსახურის უფროსი. 2007 წლიდან იგი არის ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქურურგიის კლინიკა «კარაპს მედლაინის» ექიმი-ქირურგი.

გამოქვეყნებული აქვს 44 სამეცნიერო ნაშრომი, 1 მონოგრაფია.