კონსტანტინე მათითაშვილი

 
ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა “კარაპს მედლაინის” პლასტიკური ქირურგი.

კონსტანტინე მათითაშვილი დაიბადა 1975 წელს. 1992-1999 წწ. სწავლობდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 2000-2004 წწ. გაიარა რეზიდენტურის კურსი პლასტიკურ ქირურგიასა და კომბუსტიოლოგიაში. 1997 წელს - სასწავლო კურსი - მიკროდერმოაბრაზიის საფუძვლები და ტექნიკა (ხარკოვი, უკრაინა).

1998 წელს ჰქონდა კერძო სამედიცინო პრაქტიკა თურქეთში (”SANKO” MEDIRAL RENTER).

2000-2001 წწ. მონაწილეობდა ტრეინინგებში: ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგია (ტურინი და მილანი, იტალია), დერმატოკოსმეტოლოგიის კურსები (მილანი, იტალია), ბარიარტრიული ქირურგიის კურსები (ტურინი, იტალია).

კონსტანტინე მათითაშვილი არის საქართველოს სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის წევრი, მსოფლიო პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციის წევრი.