ალექსანდრე კალანტაროვი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GEOPRAS) კომისიის თავმჯდომარე, კლინიკა “კარაპს მედლაინის” პლასტიკური ქირურგი.

ალექსანდრე კალანტაროვი დაიბადა 1964 წელს ქ.თბილისში. 1981-87 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1987-1989 წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ქირუგიის სპეციალობით თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “კუჭუკანა ჯირკვლიდან ვენური ნაკადის დეპორტალიზაციის ექსპერიმენტალური მოდელი”.
2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ნაფლეთების გადანერგვის მეთოდების გამოყენება რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ ქირურგიაში”.
1990-1995 წწ. მუშაობდა ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად. 1995-2005 წწ. იყო დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეკონსტრუქციულ-პლასტიკური მიკროქირურგიის კათედრის ასისტენტი. 1991 წლიდან იგი მუშაობს ექიმ-ქირურგად რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკაში “კარაპს მედლაინი”.
ალექსანდრე კალანტაროვი არის საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GEOPRAS) კომისიის თავმჯდომარე (1999), საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის წევრი, პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის მსოფლიო ორგანიზაციის (IPRAS) წევრი.
|