თეიმურაზ სესიტაშვილი
მედ. მეცნ. კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიის კლინიკის დოცენტი.
სამედიცინო პრაქტიკა: |
ზოგადი ქირურგია, ლაზერული ქირურგია, ენდოკრინული ქირურგია |
|
თსუ კლინიკური საავადმყოფო თბილისი, აღმაშენებლის გამზ.60 ტელ: 951084, (899)941114 |
პაციენტთა მიღება: |
ყოველდღე 12 სთ-დან 16 სთ-მდე |
თეიმურაზ სესიტაშვილი დაიბადა 1954 წელს. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1982-84წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “კონტაქტური ლაზერული სკალპელის ქირურგიაში გამოყენების კლინიკურ-ექსპერიმენტული დასაბუთება”.
1978-82 წლებში მუშაობდა ლაგოდეხის საავადმყოფოში ქირურგად. 1984-94წწ. იყო მოსკოვის 52-ე საავადმყოფოს ქირურგი, ლაზერული მედიცინის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1994-99წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის ასისტენტი. 1999 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის დოცენტი.
გამოქვეყნებული აქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი ქირურგიაში, არის ერთი გამოგონების ავტორი.
|