გია თომაძე

მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის გადაუდებელი ქირურგიის ცენტრის პროფესორი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი.
სამედიცინო პრაქტიკა: |
მუცლის ღრუს ქირურგია |
საკონტაქტო ინფორმაცია:
|
ზოგადქირურგიული კლინიკა
(თბილისის N 1 კლინიკური საავადმყოფო),
თბილისი, წინანდლის ქ.9
ტელ: 910662, (899)553311
ფაქსი: 7718 9
ელ.ფოსტა: giatomadze@global-erty.net |
პაციენტთა მიღება:
|
ყოველდღე 9.30 სთ-დან 15 სთ-მდე
|
გია თომაძე დაიბადა 1955 წელს. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1979-1981 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ზოგად ქირურგიაში (მოსკოვი). 1981-84 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ზოგად ქირურგიის სპეციალობით (მოსკოვი).
1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: «პანკრეასის სადინრის პლომბირების კლინიკური გამოყენების ექსპერიმენტული დასაბუთება» (მოსკოვი).
1993 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე: «შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა (პანკრეასისა და თირკმლის კომბინირებული გადანერგვა)» (თბილისი).
1979-84 წლებში მუშაობდა მოსკოვის ჯერ მე-20 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, ხოლო შემდეგ ქირურგიის საკავშირო სამეცნიერო ცენტრის სანაღვლე გზებისა და პანკრეასის გადაუდებელი ქირურგიისა და პორტული ჰიპერტენზიის განყოფილებაში. 1984-2002 წლებში იგი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის თანამშრომელი, ხოლო 2002 წლიდან დღემდე - საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის პროფესორი. 1988-1989 წლებში იგი იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით მინეაპოლის საუნივერსიტეტო ქირურგიულ კლინიკაში (მინესოტის შტატი, აშშ).
გ.თომაძე არის საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი (1997), საქართველოს ექიმთა და ქირურგთა ასოციაციაციების, ევროპის ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის ტრანსპლანტაციის კოორდინატორთა ორგანიზაციის, ქირურგთა ინტერნაციონალური კოლეჯის, ევროსაბჭოს ტრანსპლანტაციის დარგში თანამშრომლობის ექსპერტთა კომიტეტის წევრი. 1998 წლიდან დღემდე იგი არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი.
გამოქვეყნებული აქვს 101 სამეცნიერო ნაშრომი აბდომინურ ქირურგიაში, ურგენტულ ქირურგიაში, ტრანსპლანტოლოგიაში.
|