ნოდარ გრიგოლია
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიულ სნეულებათა N2 კათედრის გამგე.
სამედიცინო პრაქტიკა: |
მუცლის ღრუს ქირურგია |
საკონტაქტო ინფორმაცია: |
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის კლინიკური საავადმყოფოს – აკად. ე.ფიფიას სახელობის ბაზა თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.13 ტელ: 993925, (899)293332
|
პაციენტთა მიღება: |
ყოველდღე 10 სთ-დან 12 სთ-მდე |
ნოდარ გრიგოლია დაიბადა 1944 წელს. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1971-1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასპირანტი. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “წყლულოვანი დაავადების კლინიკა და მკურნალობა მოხუცთა და ხანშიშესულთა ასაკში”. 1990 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ქალებში” (მოსკოვი). არის სამხედრო სამედიცინო აკადემიისა (1998წ.) და მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის (1998წ.) წევრი. 1968-1971 წლებში მუშაობდა ყაზახეთის რესპუბლიკის ცელინოგრადის ოლქის ქ.ატბასარში ქირურგად. 1971 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრაზე ჯერ ასისტენტის, შემდეგ დოცენტის (1982-1991წწ.), ხოლო 1991 წლიდან - პროფესორის თანამდებობაზე. 1994 წლიდან არის ამავე კათედრის გამგე. გავლილი აქვს სპეციალიზაცია მოსკოვის N1 და N2 სამედიცინო ინსტიტუტების ბაზაზე აკად. მ. კუზინისა და აკად. ვ. საველიევის კლინიკებში. 1999-2000წწ. ერთწლიანი სამეცნიერო-პრაქტიკული მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში. ნ. გრიგოლია არის მსოფლიო ქირურგთა ასოციაციისა (1997წ.) და გასტრო-ჰეპატოლოგთა ასოციაციის (1995წ.) წევრი, აკად. გრ.მუხაძის სახ. ქირურგიული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ქირურგიული ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს, სამკურნალო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს, ქირურგიაში სადისერტაციო საბჭოსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციული ს/კ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს სამხედრო-სამედიცინო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი, სხვადასხვა საერთაშორისო ქირურგიული კონგრესებისა და კონფერენციების მონაწილე. ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 161 სამეცნიერო ნაშრომი, ერთი მონოგრაფია და ორი სახელმძღვანელო ქირურგიაში. სახელმძღვანელოები განკუთვნილია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 8 საკანდიდატო დისერტაცია. ნ.გრიგოლია დაჯილდოებულია აკად. გრ მუხაძის საპატიო მედლით. |