გურამ გვასალია


მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიულ სნეულებათა N 1 კათედრის პროფესორი.
 
        სამედიცინო პრაქტიკა: ზოგადი ქირურგია
   საკონტაქტო ინფორმაცია: თსსუ ცენტრალური კლინიკა
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.29
ტელ.: 395537, 395462, 390990, (877) 434545
ფაქსი: (99532)384809
ელ-ფოსტა: guramigvasalia@rambler.ru
              პაციენტთა მიღება: სამშ., ოთხშ., ხუთშ., პარ., - 13 სთ-დან 15 სთ-მდე

გურამ გვასალია  დაიბადა 1946 წელს ქ.ქუთაისში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1969-1972წწ. იყო თსსი ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასპირანტი.
1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ზოგიერთი ბიოქიმიური  ცვლილება და შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა ნაწლავის გარეთა ფისტულების დროს და მათი მკურნალობა”.
1992 წელს დაიცვა სადოქტორი დისერტაცია თემაზე: “პერიტონული სეფსისი” (დიაგნოზისა და მკურნალობის შედეგების სტრუქტურული ციტოქიმიური დასაბუთება).
 
1973 წლიდან იგი მუშაობს თსსი ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, დოცენტად, ხოლო 1994 წლიდან დღემდე კათედრის პროფესორია. ამასთან ერთად 1983-1989წწ. იყო თსსი ინტერნატურისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანის მოადგილე, 1994-1996წწ. - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი, 1996-1999წწ. - ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური კლინიკის ხელმძღვანელი.
გურამ გვასალია 1989-1994 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი. ამჟამად არის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის გამგეობისა და ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯის წევრი, რუსეთის ნ.ი.პიროგოვის სახელობის ქირურგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური  კლინიკის ქირურგიული ინფექციის სექციის კურატორი.
 
გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი მუცლის ღრუს ქირურგიის, ურგენტული ქირურგიის, სხეულის ტრავმის, სამხედრო საველე ქირურგიის, ქირურგიული ინფექციის, ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების მცირე ინვაზიური ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. არის მონოგრაფიის (“ჩირქოვანი ქირურგიის აქტუალური საკითხები”, 1985წ.), სახელმძღვანელოს (“სადიაგნოზო და სამკურნალო მანიპულაციები ქირურგიაში”, 1991წ.) და სამხედრო საველე ქირურგიაში პირველი ქართული მეთოდური მითითებების (“რბილი ქსოვილების ცეცხლნასროლი დაზიანებები”, 1992წ.) ავტორი.
 
გურამ გვასალია დაჯილდოებულია: ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1995), აკად. გრიგოლ მუხაძის სახ. მედლითა და დიპლომით.