ნოდარ ლებანიძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ანესთეზიოლოგიის, კრიტიკული მედიცინისა და ტოქსიკოლოგიის კათედრის გამგე, ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა ”კარაპს მედლაინის” ანესთეზიოლოგიისა და ზოგადი ინტენსიური თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელი, ანესთეზიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.
1973 - 1988 წ. ნოდარ ლებანიძე მუშაობდა ქ.მოსკოვში რუსეთის სამედიცინო აკადემიის ქირურგიის ცენტრში ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილებაში.
1990 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
1988 წლიდან არის საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ანესთეზიოლოგიის, კრიტიკული მედიცინისა და ტოქსიკოლოგიის კათედრის გამგე.1999 წლიდან ნოდარ ლებანიძე მუშაობს კლინიკა ”კარაპს მედლაინში” ანესთეზიოლოგიისა და ზოგადი ინტენსიური თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელად.
1988 წლიდან იგი არის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი და ანესთეზიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.
|