სამსონ ქაჯაია
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის კათედრის დოცენტი, ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა ”კარაპს მედლაინის” ანესთეზიოლოგი.

სამსონ ქაჯაია დაიბადა 1961წ. 1985 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო 1987წ - ამავე ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა.
1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ანტიენდოტოქსიური იმუნოგლობულინის ეფექტურობა კრიტიკული და ტერმინალური მდგომარეობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის”.
1987-89 წწ. მუშაობდა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმად. 1989-95 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის, კრიტიკული და კატასტროფათა მედიცინის კათედრის მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ასისტენტი. 1994-2006 წწ. იყო თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური კლინიკური ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების წამყვანი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. 1999 წლიდან არის საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის კათედრის დოცენტი ტოქსიკოლოგიის კურსით.
იგი არის 44 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
სამსონ ქაჯაია მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში 1991-93 წლებში, ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების ბატალოინის “თეთრი არწივის” შემადგენლობაში, ხოლო 2003-04 წლებში ერაყში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, როგორც აშშ ჯარის 21-ე ფრონტისპირა ჰოსპიტლის ექიმი ანესთეზიოლოგი.
|