დავით ფარღალავა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა “კარაპს მედლაინის” ანგიოლოგი.
დავით ფარღალავა დაიბადა 1949 წელს ქ.ფოთში. 1966 – 1972 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1986 – 1993 წწ. - ქ.მოსკოვის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტის დოქტორანტურაში.
1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ.თბილისში.
1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქ.მოსკოვში.
1972 – 1973 წწ. დავით ფარღალავა მუშაობდა ქ.ბათუმის I საავადმყოფოში ექიმ-ქირურგად. 1973 – 1975 წწ. იყო სამხედრო ექიმი, ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის მედპუნქტის უფროსი. 1975 – 1977 წწ. იგი მუშაობდა თბილისის 26-ე პოლიკლინიკაში ექიმ-ქირურგად. 1977 – 1985 წწ. - კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში: ექიმ–რეანიმატოლოგად, შემდეგ - უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად და ბოლოს, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1993 – 1994 წწ. დავით ფარღალავა იყო კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი. 1994 წლიდან იგი არის ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორის მოადგილეა.
დავით ფარღალავა არის 71 სამეცნიერო შრომის ავტორი, საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ევროპის სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციის წევრი, საერთაშორისო ანგიოლოგთა ასოციაციის წევრი.
|