ცეზარ (ვაჟა) მარსაგიშვილი
მედიცინის აკადემიური დოქტორი, ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქურურგიის კლინიკა ”კარაპს მედლაინის” ექიმი-ორთოპედი.
ვაჟა (ცეზარ) მარსაგიშვილი დაიბადა 1944 წელს. 1961-1967 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1972-1974 წწ. - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში.
1967-1972 წწ. მუშაობდა დაღესტნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ-ქირურგად. 1975-1978 წწ. - თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორად. 1979.2002 წწ. - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლად, ორთოპედიის განყოფილების გამგედ. 2002 წლიდან დღემდე არის ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ორთოპედიული განყოფილების უფროსი ექიმი. 2007 წლიდან - ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქურურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" ექიმი-ორთოპედი.
გამოქვეყნებული აქვს 28 სამეცნიერო ნაშრომი და 3 მონოგრაფია, არის 3 გამოგონების ავტორი. |