დავით თელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. სამედიცინო პრაქტიკა: | თერაპია, ალერგოლოგია, პედიატრია | | საკონტაქტო ინფორმაცია: | თსსუ აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულება თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.29ა, მე-6 სართ. თბილისი, ანტონოვსკაიას 9 (ბინა) ტელ: 392463 (სამს.), 390011 (ბინა) ელ-ფოსტა: Dtelia@gol.ge | პაციენტთა მიღება: | ორშ.-პარ.: 11:00-12:00, შაბათი: 11:00-13:00 | დავით თელიამ 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1980-81 წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი თსსი ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრაზე. 1981-1984წწ. სწავლობდა ასპირანტურაში თსსი ალერგოლოგიისა და კლინიკური იმულონოგიის კათედრაზე. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”ანტისხეულებით განპირობებული ალერგიული რეაქციების როლი ბავშვთა ალერგოზების განვითარებაში”. 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ”ფიზიკური დატვირთვით განპირობებული ბრონქული ასთმა”. 1984-2006 წწ. დავით თელია მუშაობდა თსსი ალერგოლოგიისა და კლინიკური იმულონოგიის კათედრაზე: ასისტენტად, დოცენტად, და ბოლოს, პროფესორად. 2006 წლიდან იგი არის თსსუ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. 2005-2006 წწ. დავით თელია იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. დავით თელია არის 75 სამეცნიერო შრომის, 2 მონოგრაფიის, 3 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი.
|