გოჩა ბარბაქაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უნივერსიტეტ "გორგასალის" შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი, თორაკო-აბდომინური კლინიკის ექიმ-ექოსკოპისტი, სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ჰეპატოლოგ-გასტროენტეროლოგი.

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარჩინებით.gocha barbaqadze
1988-1990 წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი კახიანის სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს შინაგან სნეულებათა კათედრაზე.
1992-1995 წწ. სწავლობდა ასპირანტურაში თსსი-ის შინაგან სნეულებათა კათედრაზე.

1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ციტოკინების მაჩვენებლები ქრონიკული C ჰეპატიტის დროს".

1992-1995 წწ. იყო ქ.ხაშურის რაიონული საავადმყოფოს თერაპევტი.
1995-1999 წწ. პერიოდულად მუშაობდა გერმანიაში, ზაარბრუკენის უნივერსიტეტის გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის კლინიკაში, ასევე, ავსტრიაში, ინსბრუკის უნივერსიტეტის გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის კლინიკაში.
1996 წლიდან დღემდე არის თორაკო-აბდომინური კლინიკის ექიმ-ენდოსკოპისტი.
2000-2008 წწ. სამუშაო ვიზიტებით იმყოფებოდა გერმანიაში, ჰაიდელბერგისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტების გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის კლინიკებში, ასევე, ავსტრიაში, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
2004 წლიდან არის უნივერსიტეტ "გორგასალის" შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი.

გოჩა ბარბაქაძე არის ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL) წევრი.
გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი.