ტატიანა ზუბიაშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, თერაპიის ეროვნული ცენტრის გერიატრია-გერონტოლოგიის გამყოფილების ხელმძღვანელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი გერონტოლოგი, ინტერნისტთა, გერონტოლოგთა და ათეროსკლეროზის საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოების წევრი.

სამედიცინო პრაქტიკა: გერიატრია-გერონტოლოგია
საკონტაქტო ინფორმაცია: თერაპიის ეროვნული ცენტრი,
გერიატრია-გერონტოლოგიის განყოფილება
თბილისი,
0159, ჩაჩავას ქ. N4
ტელ: 893 932584
Email: tatiana.z59@mail.ru
პაციენტთა მიღება:
ორშ.-პარ. 10-დან 16 საათამდე

ტატიანა ზუბიაშვილი დაიბადა 1959 წელს. 1976-1982 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1982-1984 წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი სპეციალობით „შინაგანი სნეულებანი“. 1984-1988 წწ. სწავლობდა ასპირანტურაში სპეციალობით „კარდიოლოგია“.

1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ბეტა ბლოკატორის და კალციუმის ანტაგონისტის კომბინირებული გამოყენება სტენოკარდიის სინდრომით მიმდინარე გულის იშემიური დაავადების დროს“.
1999 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ჰიპერტონული გული“ ხანდაზმულობისა და მოხუცებულობის ასაკში“.

1982-1999 წწ. ქ-ნი ტატიანა ზუბიაშვილი მუშაობდა თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კარდიოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და გერიატრიის განყოფილებებში. 1999 წლიდან იგი არის თერაპიის ეროვნული ცენტრის გერიატრია-გერონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1997-2000 წწ. მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის - „თბილისი“ კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრის პედაგოგად და საგნის ხელმძღანელად. 2001-2005 წწ. იყო ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის პროფესორი. 2000 წლიდან არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი გერონტოლოგი.

ქ-ნი ტატიანა ზუბიაშვილი არის 55 სამეცნიერო შრომის ავტორი, 2000 წლიდან თერაპიის ს/კ ინსტიტუტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ფონდის გრანტის „გზა კავკასიური დღეგრძელობისაკენ“ წამყვანი ექსპერტი გერიატრიის დარგში (2004-2007), საერთაშორისო კონფერენციის ”Tradicional Medicine and Dietology - a Way to Caucasian Longevity” (თბილისი, ლიკანი, 2006) საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, წევრი საქართველოს ინტერნისტთა, გერონტოლოგთა და ათეროსკლეროზის საზოგადოების და საერთაშორისო ასოციაციების: International Association of Gerontology and Geriatrics (1997-2006), International Association of Atherosclerosis (2005-2006), International Association of Internal Medicine (1996-2006).