ალექსანდრე მაჭავარიანი

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგან სნეულებათა მედიცინის დეპარტამენტის გასტროენტეროლოგიის სექციის გასტროენეტეროლოგი.

სამედიცინო პრაქტიკა: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია
მაჭავარიანი
საკონტაქტო ინფორმაცია:

თსსუ აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, შინაგან სნეულებათა მედიცინის დეპარტამენტი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.29ა, მე-4 სართ.
ტელ: 398740, 340218(ბინა)

პაციენტთა მიღება:
ორშ.-პარ. 12-დან 15 საათამდე

ალექსანდრე მაჭავარიანი დაიბადა 1939 წელს. 1958-1964 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, ხოლო 1967-72 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ”ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობა და თირკმელზედა ჯირკვლის მინერალკორტიკოიდული ფუნქცია წყლულოვანი დაავადების დროს”.

1964-67 წწ ალექსანდრე მაჭავარიანი იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კვაისას სამედიცინო ნაწილის თერაპევტი. 1972 წლიდან 2006 წლამდე იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად (1974 წ.). 2006 წლიდან იგი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგან სნეულებათა მედიცინის დეპარტამენტის გასტროენტეროლოგიის სექციის გასტროენეტეროლოგი.

ალექსანდრე მაჭავარიანი არის 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გასტროენტეროლოგიის აქტუალურ საკითხებზე.
იგი არის გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი.