ხუტა პაჭკორია

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგან სნეულებათა მედიცინის დეპარტამენტის გასტროენტეროლოგიის სექციის გასტროენეტეროლოგი.
 
სამედიცინო პრაქტიკა: გასტროენტეროლოგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, თანდაყოლილი და პირველადი იმუნოდეფიციტური დაავადებები
საკონტაქტო ინფორმაცია:

თსსუ აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, შინაგან სნეულებათა მედიცინის დეპარტამენტი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.29ა, მე-4 სართ.
ტელ: 392763, (899)349342, 343664 (ბინა)

პაციენტთა მიღება:
ორშ.-პარ. 10-დან 15 საათამდე

ხუტა პაჭკორია დაიბადა 1946 წელს ქ.ზუგდიდში. 1964-1971 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.1975-78წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1972-75 წწ. ხუტა პაჭკორია მუშაობდა წალენჯიხის რაიონის სოფ. ლიას ამბულატორიის მთავარ ექიმად. 1978 წლიდან 2000-წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი. 2000 წლიდან იგი მუშაობს აკად.ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) შინაგან სნეულებათა დეპარტამენტში გასტროენტეროლოგად.

ხუტა პაჭკორია არის 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის, აქედან - 9 მონოგრაფიის, ავტორი გასტროენტეროლოგიასა და შინაგან მედიცინაში.
იგი არის მედიცინის ისტორიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (1997 წლიდან) და ინტერნისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
დაჯილდოებულია გრ.მუხაძის საიუბილეო მედლით (1992წ.).