ნუნუ ტატიშვილი


ნ.კახიანის სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს რევმატოლოგიური განყოფილების გამგე, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სანიტარული სამსახურის მთავარი რევმატოლოგი.
 


     სამედიცინო პრაქტიკა: რევმატოლოგია
 
საკონტაქტო ინფორმაცია: ნ.კახიანის სახ. რკინიგზის საავადმყოფო,
                                                            რევმატოლოგიური განყოფილება
                                                            თბილისი, ჩაჩავას ქ.1 (VI სართ.)
                                                            ტელ.: 527699, (899)571849
          პაციენტთა მიღება:
ყოველდღე 11 სთ-დან 14 სთ-მდე


დაიბადა 1940 წელს. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1972-1974წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს  შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე.
 
1966-1972წწ. იგი იყო თბილისის მე-2 კლინიკურ საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი. 1974 წლიდან მუშაობს ნ.კახიანის სახელობის რკინიგზის საავადმყოფოში ჯერ ექიმ-ორდინატორად კარდიოლოგიურ განყოფილებაში, ხოლო 1980 წლიდან - რევმატოლოგიური განყოფილების გამგედ. არის საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სანიტარული სამსახურის მთავარი რევმატოლოგი.
 
აქვს 9 სამეცნიერო ნაშრომი რევმატოლოგიაში.