გურამ კიკნაძე


მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. საქართველოს ნეფროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოების  თავმჯდომარის მოადგილე.


     სამედიცინო პრაქტიკა: შინაგანი სნეულებები, ნეფროლოგია
 
საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია,
                                                             საოჯახო მედიცინის ფაკულტეტი                                  
                                                             ქ.თბილისი (380077), ი.ჭავჭავაძის გამზ.29
                                                             ტელ.: 223316
                                                             ელ-ფოსტა: gkiknadze@nilc.org.ge
 
 
გურამ კიკნაძე დაიბადა 1940 წელს. 1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.
1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “გულისა და რეგიონული სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა თირკმლების უკმარისობის დროს”.
1994O წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “პარანეოპლასტიური ნეფროპათია ავთვისებიანი ლიმფომების დროს”.
 
1965–1967 წლებში მუშაობდა ლიკანის საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორად. 1967-1971 წლებში იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1971 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ჯერ ასისტენტი, შემდეგ დოცენტი, ხოლო 1995-2000 წლებში - კათედრის პროფესორი. 1995 წლიდან იგი არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობისა და ბიოეთიკის სამსახურის უფროსი, ხოლო 2001  წლიდან დღემდე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.
 
გურამ კიკნაძე არის საქართველოს ნეფროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოების  თავმჯდომარის მოადგილე (1998წ.), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიოეთიკის ასოციაციის წევრი (1996წ.).
 
არის 3 მონოგრაფიის ავტორი (კარდიოლოგია, ბიოეთიკა, ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხები), გამოქვეყნებული აქვს 60 ნაშრომი კლინიკურ და ექსპერიმენტული მედიცინის სფეროში, 12 სტატია ადამიანის უფლებების შესახებ ჯანდაცვის სფეროში, 20-მდე დასახელების ბროშურა სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შეიქმნა სტუდენტებისათვის ბიოეთიკის სასწავლო პროგრამა, საქართველოს კანონპროექტები (“ჯანდაცვის შესახებ”, “პაციენტის უფლებების შესახებ”, “საექიმო საქმიანობის შესახებ”, “ადამიანის ორგანოების გადანერგვის შესახებ”, “ბავშვთა ხელოვნური საკვების კონტროლირებადი მოხმარებისა და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის შესახებ”,  “ადამიანზე ჩატარებული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის შესახებ”, “აბორტის შესახებ”) და საკანონმდებლო ნორმატიული აქტები, მრავალი საერთაშორისო დოკუმენტის თარგმანი.

გურამ კიკნაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.