მზია შენგელია
რეაბილიტაციის ცენტრ “რეას” ორთოპედიული განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
მზია შენგელია დაიბადა 1936 წელს. მას ბავშვთა ქირურგიასა და თორაკალურ ქირურგიაში გავლილი აქვს ექიმთა დახელოვნების ციკლი ქ. მოსკოვის საკავშირო ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში და კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში.
1981 წლიდან დღემდე მუშაობს რეაბილიტაციის ცენტრში "რეა", ორთოპედიული განყოფილების გამგედ.
არის ორთოპედთა და ტრამატოლოგთა საკავშირო ყრილობების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მონაწილე, საქართველოს ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა და საერთაშორისო ქირურგ-ორთოპედ-ტრავმატოლოგთა (შიცოტ-ის) საზოგადოების წევრი.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის ორი საზღვარგარეთ (გერმანიასა და ამსტერდამში). არის 29 სამეცნიერო შრომისა და 1 მონოგრაფიის ავტორი.
მაღალხარისხიანი და კეთილსინდისიერი მუშაობისათვის მიღებული აქვს მრავალი სიგელი და სხვადასხვა ხარისხის ჯილდო. |