ლევან თავბერიძე
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარე.
ლევან თავბერიძე დაიბადა 1952 წელს. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1978 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის ტრავმატოლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტში. 1981-84 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე მიზნობრივ ასპირანტურაში. 1995 წელს გაიარა სტაჟირება ჰამბურგის ენდოკლინიკაში პროგრამით - მუხლისა და მენჯბარძაყის სახსრების ენდოპროტეზირება (ქალაქ კილის ლუბინუსის კერძო კლინიკაში და კილის სეპტიკურ ცენტრში).
1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”გრძელი ძვლების პოსტტრავმული ოსტეომიელიტების კომპლექსური მკურნალობა.”
იგი არის 50 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს ტრავმატოლოგ - ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარე (2005), მსოფლიო ტრავმატოლოგ - ორთოპედთა საზოგადოების - SICOT - წევრი (1993), ტრავმატოლოგ - ორთოპედთა მსოფლიო კონგრესებისა და სიმპოზიუმების აქტიური მონაწილე.
|