მალხაზ მიზანდარი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის ულტრასონოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორი, ულტრასონოგრაფიის სასწავლო ცენტრ “GEOJEFF”-ის დირექტორი. 

 მალხაზ მიზანდარი დაიბადა 1964 წელს. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1980-83 წწ. სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში რადიოლოგიის განხრით. 1985-2000 წწ. გაიარა სასწავლო კურსები რენტგენოლოგიასა და რადიოლოგიაში: მოსკოვის სამედიცინო და კვლევით ინსტიტუტებში, თომას ჯეფერსონის ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში - ”JUREI” (ფილადელფია, აშშ), იაპონიის საერთაშორისო თანამრომლობის ორგანიზაციაში - “JICA” (ტოკიო, იაპონია). 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1984 წლიდან მალხაზ მიზანდარი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის კათედრაზე, ასევე თსსუ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ-რადიოლოგად. 1998 წელს მან თბილისში დააარსა ულტრასონოგრაფიის სასწავლო ცენტრი - “GEOJEFF” (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკა). 2006 წლიდან მალხაზ მიზანდარი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის ულტრასონოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორი,

იგი არის 80 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 გამოგონების ავტორი.

მალხაზ მიზანდარი არის საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის წევრი.