ფრიდონ თოდუა

მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგი.


     სამედიცინო პრაქტიკა:  რადიოლოგია
საკონტაქტო ინფორმაცია:
სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტი
თბილისი (380012), თევდორე მღვდლის 13
ტელ: 94 02 89 ფაქსი: 34 49 23
ელ ფოსტა: todua@radiay acnet.ge

ფრიდონ თოდუა დაიბადა 1944 წელს ქ.ზუგდიდში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: «კარდიოდიაფრაგმული კუთხის ლიპომები და პერიკარდიუმის დივერტიკულები და ცისტები».
1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: «ბრონქული სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა, სისხლდენით გართულებული, ფილტვების არასპეციფიკური ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში».
2001 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
 
1968-1991 წლებში მუშაობდა ქ.მოსკოვში ა.ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდგომში კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელად. 1990-1991 წლებში იგი იყო კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი (თბილისი). 1991 წლიდან დღემდე არის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის დირექტორი. ამავე დროს, 1996 წლიდან იგი არის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის გამგე და ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რენტგენოლოგიისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კათედრის გამგე. 1998 წლიდან დღემდე არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი, ხოლო 1998 წლიდან – სახელმწიფო სამედიცინი აკადემიის დიპლომშემდგომი განათლების სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის (ენდოსკოპიის კურსი) გამგე.
 
ფრიდონ თოდუა არის საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციისა (1997წ.) და საქართველოს ტელემედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი (2001წ.), საქართველოს სამედიცინო, მედიკო-ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ აკადემიათა ნამდვილი წევრი, ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის, ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა საზოგადოების, ბრიტანეთის რადიოლოგთა ასოციაციის, ევროპის ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის, რუსეთის რადიოლოგთა ასოციაციის, მოსკოვის ქირურგიული საზოგადოების, უკრაინის  რადიოლოგთა ასოციაციის, საერთაშორისო გასტრო-ქირურგიული საზოგადოებისა და ჰეპატოპანკრეატოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოსა და სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს წევრი, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დიპლომისშემდგომი განათლების სამეცნიერო საბჭოს წევრი, სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე (სპეციალობა «სამედიცინო რადიოლოგია და ონკოლოგია»),  ჟურნალის - «რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნეს» მთავარი რედაქტორი, ჟურნალების: «Dtcnybr htynutyjkjubb b hflbjkjubb», «Dbpefkbpfwbz» (Vjcrdf), «საქართველოს სამედიცინო მოამბე», «Georgian  Medical News» სარედაქციო კოლეგიების წევრი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგი.
 
არის 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 მონოგრაფიისა და 6 გამოგონების ავტორი. მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. 9 სადოქტორო და 32 საკანდიდატო დისერტაციების სამეცნიერო ხელმძღვანელი.
 
1996 წელს ფრიდონ თოდუას მიენიჭა სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში, ამავე წელს დაჯილდოვდა «ღირსების ორდენით», 1998 წელს არჩეულ იქნა თბილისის საპატიო მოქალაქედ.