ლია ჟორჟოლიანი
მედ. მეცნ. დოქტორი, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის პროფესორი, პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (სკი) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
სამედიცინო პრაქტიკა: |
პედიატრია, ალერგოლოგია, პულმონოლოგია, დერმატოლოგია |
საკონტაქტო ინფორმაცია:
|
პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი თბილისი, მელიქიშვილის ქ.5 ტელეფონი: (99532) 25-31-25 ფაქსი: (99532) 934918 ელ-ფოსტა: Lia-Zhorzholiani@mail.ru |
ლია ჟორჟოლიანი დაიბადა 1949 წელს. 1966-1972წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტზე. 1976-1978წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. გავლილი აქვს კვალიფიკაციის კურსები: “იმუნოთერაპია და ჰომეოპათიური მკურნალობა ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს” კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში (1991წ.) 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “თიროზინის ცვლა და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა ბრონქული ასთმის დროს ბავშვებში”. 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ალერგიული დაავადებების კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი ბავშვთა პოპულაციაში”. 1972-1974 წწ. მუშაობდა გორის სამშობიარო სახლში მიკროპედიატრად, 1974-1976წწ. - იმავე სამშობიარო სახლში ჩვილ ბავშვთა განყოფილების გამგედ. 1978 წლიდან იგი მუშაობს პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (სკი) უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 2003 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ამავე დროს იგი არის ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის პროფესორი და პედიატრიის კათედრის გამგე სამედიცინო ინსტიტუტში “სხივი” (1994 წლიდან დღემდე). ლია ჟორჟოლიანი არის საქართველოს ბავშვთა ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994 წლიდან დღემდე), “ღია საზოგადოება-საქართველოს” გრანტის - “ასთმა-სკოლა” - პროექტის ხელმძღვანელი (1998 წლიდან დღემდე), პედიატრიის კათედრის გამგე სამედიცინო ინსტიტუტ “სხივი”-ს ექსპერტი კლინიკურ ალერგოლოგიასა და ეპიდემიოლოგიაში (1994წლიდან დღემდე), არის ასთმოლოგთა XV კონგრესის მონაწილე (მონპელიე - საფრანგეთი, 1996), პულმონოლოგთა მე-2 ნაციონალური კონგრესის მონაწილე (კიევი - უკრაინა, 1991), პულმონოლოგთა მე-3 ნაციონალური კონგრესის მონაწილე (სანკტ-პეტერბურგი - რუსეთი, 1992). ექსპერტი კაიროს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურ გენეტიკაში (კაირო - ეგვიპტე, 1996). გამოქვეყნებული აქვს 55 სამეცნიერო ნაშრომი, ერთი მონოგრაფია თემაზე: “ბრონქული ასთმა ბავშვებში” (1997წ.). მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია, სამი დაცვის პროცესშია.
|