გიორგი ჩიჩუა

ოფთალმოლოგიური კლინიკა "მზერას“ დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

გიორგი ჩიჩუა დაიბადა ქ.თბილისში 1971 წელს. 1988 წელს წარჩინებით ჩააბარა ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1994 წ. იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში. 1997 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. იმავე წელს ჩაირიცხა გერმანიის ქ.ტიუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის დოქტორანტურაში, სადაც გააგრძელა თავის სამეცნიერო მოღვაწეობა 2 წლის განმავლობაში. 2000 წლიდან გააგრძელა თავისი მეცნიერულ მოღვაწეობა გერმანიის ქ.მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკაში.  2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

2002 წ. დაიწყო საქმიანობა თბილისის თვალის სნეულებათა კლინიკის შპს ,,მზერა“-ს დირექტორის თანამდებობაზე.

გერმანიაში მოღვაწეობის დროს დაამყარა ურთიერთობები გერმანიის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა დახმარებითაც საქართველოში განხორციელდა არაერთი ჰუმანიტარული აქცია და უსასყიდლოდ დაუბრუნდა მხედველობა სოციალურად დაუცველ რამოდენიმე ათას მოსახლეს.

გიორგი ჩიჩუა არჩეულია საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრად, არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტი ოფთალმოლოგიის დარგში. იგი 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.