ალექსანდრე ჩიჩუა

საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი, ოფთალმოლოგიური კლინიკა „მზერა პლიუსის“ დირექტორი.

ალექსანდრე ჩიჩუა დაიბადა ქ.ბორჯომში 1948 წელს. 1965 წელს ჩააბარა ქ.ვიტებსკის სამედიცინო ინსტიტუტში. 1966 წელს სწავლა გააგრძელა ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1972 წელს.

1972-1974 წლებში მუშაობდა ქ.კასპში ექიმ-ოფთალმოლოგად. 1974 წ. მოღვაწეობა დაიწყო ქ.თბილისის ექიმთა დახელოვნების თვალის სნეულებათა კათედრაზე. 1978 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ.მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში. 1982-1985 წ. მივლინებულ იქნა ალჟირში ექიმ-ოფთალმოლოგად. 1989წ. მუშაობა დაიწყო ქ.თბილისის І კლინიკური საავადმყოფოს თვალის განყოფილების გამგედ. 1995წ. თვალის განყოფილება გადაკეთდა კლინიკა შპს. „მზერად“, რომლის ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე ჩიჩუა. 2002 წელს ამავე განყოფილების ბაზაზე დაარსდა კლინიკა შპს „მზერა პლიუსი“, სადაც იგი დაინიშნა დირექტორად და მუშაობს დღემდე.

2001 წელს არჩეულია საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრად. ალექსანდრე ჩიჩუა თავისი მოღვაწეობის პერიოდში დაჯილდოვებულ იქნა არაერთი საპატიო სიგელით და ღირსების ორდენით.