მარინა ცერცვაძე
 

ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა “კარაპს მედლაინის” ექიმი-ოფთალმოლოგი, კონტაქტოლოგი.

დაიბადა ქ. ივანოვოში 1963 წ. 1984-1990 წწ. სწავლობდა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტში. 1990 წ. ინტერნატურა გაიარა კემეროვის სამედიცინო ინსტიტუტში. 1991-1993 წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი - მოსკოვში, ჰელმჰოლცის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში.

1996-2003 წწ. იყო ქ.ზესტაფონის რკინიგზის საავადმყოფოს ოფთალმოლოგი. 2003 წლიდან არის კლინიკა “კარაპს მედლაინის” ექიმი-ოფთალმოლოგი, კონტაქტოლოგი.

2008 წლიდან იგი არის  ექიმ ქალთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. 2010 წლიდან - თვალის წინა ნაწილის დაავადებების საექსპერტო კომისიის წევრი (პოსტ საბჭოთა ქვეყნების).