დავით შენგელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ასოცირებული პროფესორი. სამედიცინო პრაქტიკა: | ოფთალმოლოგია | | საკონტაქტო ინფორმაცია: | თსსუ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, თვალის სნეულებათა დეპარტამენტი თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29ა, მე-5 სართ. ტელ: 396210, 899574381 | პაციენტთა მიღება: | ორშ.-შაბ. 9-დან 16 საათამდე | დავით შენგელია დაიბადა 1947 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დავით შენგელიას აქვს ოფთალმოლოგიაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მიღწევები ყველა სახის სიელმეებისა და რეფრაქციის მანკების, კერძოდ პროგრესირებადი ახლომხედველობის მკურნალობაში, ასევე ქუთუთოებისა და საცრემლე გზების პლასტიკურ ქირურგიაში. დავით შენგელია არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პროფ. ა.ბაკურაძესთან ერთად მან გამოიგონა ანტიოქსიდანტური აქტივობის მქონე პრეპარატი ”დავიკოლი”, რომელმაც გაიარა პრეკლინიკური აპრობაცია. |