შოთა ჯაფარიძე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამედიცინო პრაქტიკა: | ოტორინოლარინგოლოგია | | საკონტაქტო ინფორმაცია: | თსსუ აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტი თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29ა, ტელ: (99532)995338, (899)565137 ელ.ფოსტა:shota_ent@geonet.ge | პაციენტთა მიღება: | ორშ.-პარ. 9-დან 11 საათამდე | შოთა ჯაფარიძე დაიბადა 1946 წელს. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1979 წელს დაამთავრა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურა სპეციალობით ოტორინოლარინგოლოგია. 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”შუა ყურის მექანოპროტეზირება” მოსკოვის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ”სმენის პროტეზირება მექანო და ელექტროაკუსტიკური მეთოდებით” მოსკოვის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1993-1999 წწ. იყო თსსუ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის პროფესორი, 1999 წლიდან დღემდე იგი არის ამავე კათედრის გამგე. შოთა ჯაფარიძე არის 51 სამეცნიერო შრომის და 4 გამოგონების ავტორი. მის მიერ საქართველოში დანერგილია ცხვირის დანამატი წიაღების ფუნქციური ენდოსკოპიური ქირურგია და კოხლეარული იმპლანტაცია სრული სიყრუის და ყრუმუნჯობის დროს. 2001 წლიდან იგი არის ამერიკის ოტოლარინგოლოგიის და თავისა და კისრის ქირურგიის აკადემიის წევრი. 2006 წლიდან - ევროპის ოტოლოგთა და ოტონევროლოგთა აკადემიის წევრი და ამავე აკადემიის რეგიონული მდივანი. |