მიხეილ ჯაში

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

სამედიცინო პრაქტიკა: ოტორინოლარინგოლოგია
საკონტაქტო ინფორმაცია:

თსსუ აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29ა,
ტელ: (99532)384481, (899)581218
ელ.ფოსტა: ent.mjashi@mail.ru

პაციენტთა მიღება:
ორშ.-პარ. 9-11სთ. და 14-15სთ

მიხეილ ჯაში დაიბადა 1964 წელს. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1994 წელს დაამთავრა თსსუ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის ასპირანტურა.
1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “HLA-ანტიგენთა განაწილების თავისებურებანი ქრონიკული რინოსინუსოპათიების პოლიპოზური ფორმის დროს ქართულ პოპულაციაში“.

1995-2002 წწ. მუშაობდა ასისტენტად თსსუ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრაზე, 2002-2006 წწ. - დოცენტად ამავე კათედრაზე, ხოლო 2006 წლიდან იგი თსსუ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია.

მიხეილ ჯაში არის 16 სამეცნიერო შრომის და 1 გამოგონების ავტორი.

2001 წლიდან იგი არის ამერიკის ოტოლარინგოლოგიის და თავისა და კისრის ქირურგიის აკადემიის წევრი.