სალომე ნიჟარაძე

კლინიკა “კარაპს მედლაინის” ონკოლოგი.

სალომე ნიჟარაძე დაიბადა ქ. ქუთაისში 1965 წელს. 1982-1989 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე.

1990 წლიდან მუშაობდა ქ.ქუთაისის ბავშთა მრავალპროფილიან საავადმყოფოში ექიმ-პედიატრად. 1999 წლიდან იგი არის კლინიკა “კარაპს მედლაინის” ონკოლოგი.

სალომე ნიჟარაძე არის ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის წევრი.