გია ციხისელი
პროფესორი, ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა ”კარაპს მედლაინის” ონკომამოლოგიური განყოფილების გამგე.
გია ციხისელი დაიბადა 1949 წელს ქ.თბილისში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1975 წელს ჩაირიცხა მოსკოვის საკავშირო ონკოლოგიის ცენტრის ორდინატურაში, ხოლო 1977 წელს - იმავე ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.1993 წელს - სადოქტორო დისერტაცია.
1972 წელს მუშაობა დაიწყო ქ.მაიაკოვსკის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში. 1994 წელს მუშაობდა ქ.თბილისის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ქირურგიულ განყოფილებაში. 1994-1999 წლებში იგი იყო ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრის მამოლოგიური განყოფილების ქირურგი. 1999 წლიდან დღემდე გია ციხისელი მუშაობს კლინიკა ”კარაპს მედლაინში” ონკომამოლოგიური განყოფილების გამგედ.
|