ჯანო ვალიშვილი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის კონსულტანტი. სამედიცინო პრაქტიკა: | ნევროლოგია | | საკონტაქტო ინფორმაცია: | თსსუ აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.29ა, მე-6 სართ. ვაჟა-ფშაველას გამზ.8, ბ.5 (ბინა) ტელ: 398465, 370330 | პაციენტთა მიღება: | ორშ.-პარ. 10-დან 14 საათამდე | ჯანო (ჯანსუღ) ვალიშვილი დაიბადა 1939 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1966-69 წწ. სწავლობდა თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - ”ნერვ-კუნთოვანი აპარატის ელექტროფიზიოლოგია პერიფერიული მოტონეირონის დაზიანების დროს”. ჯანო ვალიშვილმა საექიმო მოღვაწეობა დაიწყო 1963 წლიდან. 1971 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტად, 1991 წლიდან - დოცენტად. ამჟამად იგი მუშაობს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტში. ჯანო ვალიშვილი არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის, ნერვულ სნეულებათა სახელმძღვანელოს რამოდენიმე თავის ავტორი. იგი არის თბილისის ნევროპათოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი - წევრი.
|