რევაზ სიგუა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის კონსულტანტი. სამედიცინო პრაქტიკა: | ნევროლოგია | | საკონტაქტო ინფორმაცია: | თსსუ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტი თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29ა, მე-6 სართ. ალ.ყაზბეგის გამზ.25ა, ბ.47 (ბინა) ტელ: 395229, 393967, (899)289560 | პაციენტთა მიღება: | ორშ.-პარ. 12-დან 16 საათამდე | რევაზ სიგუა დაიბადა 1925 წელს. 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია - “ზურგის ტვინის გარსების ქრონიკული ანთებითი დაავადებები”. 1951 წლიდან დღემდე რევაზ სიგუა მუშაობს ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტში ჯერ ექიმ-ნევროპათოლოგად, კლინიკურ ორდინატორად, შემდეგ ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტად, დოცენტად და ბოლოს პროფესორად. რევაზ სიგუა არის ავტორი 3 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოს (კლინიკური ნევროლოგია) და 164 სამეცნიერო ნაშრომის (სისხლძარღვოვანი დაავადებები, ნეიროინფექციები, ნეიროგენეტიკური პათოლოგია, ტკივილით მიმდინარე სინდრომები, ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებები). რევაზ სიგუა არის თბილისის ნევროლოგთა ასოციაციის წევრი. |