გიორგი ლაჭყეპიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის ინტენსიური თერაპიის სამსახურის უფროსი.

სამედიცინო პრაქტიკა: ნევროლოგია
საკონტაქტო ინფორმაცია:

თსსუ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29ა, მე-6 სართ.
ტელ: 233186, (899)550053

პაციენტთა მიღება:
ორშ.-პარ. 10-დან 15 საათამდე
 
გიორგი ლაჭყეპიანი დაიბადა 1954 წელს. 1970-1976 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1978-1983 წწ. სწავლობდა სანკტ-პეტერბურგის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”ჰემოდილუცია იშემიური ინსულტის დროს”.
1999 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ”ნერვული სისტემის დაზიანება სეფსისის დროს”.

1984 წლიდან 2006 წლამდე გიორგი ლაჭყეპიანი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე: ასისტენტი – დოცენტი – პროფესორი. დღეს იგი მუშაობს ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტში ინტენსიური თერაპიის სამსახურის უფროსი.

გიორგი ლაჭყეპიანი არის 49 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სახელმძღვანელოს თანაავტორი.

1989-98 წლებში იგი იყო საქართველოს ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი, ამჟამად - გამგეობის წევრი. გიორგი ლაჭყეპიანი აგრეთვე არის ბავშვთა ნევროლოგიის ასოციაციის წევრი, თბილისის ნევროლოგთა ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე.
გიორგი ლაჭყეპიანი ქალაქ ატლანტას (აშშ, ჯორჯიის შტატი) საპატიო მოქალაქეა. დაჯილდოებულია მადლობის სერტიფიკატით აშშ-საქართველოს დედათა და ბავშვთა დახმარების ერთობლივ პროგრამაში მონაწილეობისთვის (1996წ.).