ივანე ვერულაშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, წმ. ილარიონ ქართველის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეირომედიცინის დეპარტამენტის ნევროლოგიის მიმართულებისა და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამედიცინო პრაქტიკა: | ნევროლოგია | | საკონტაქტო ინფორმაცია: | თსსუ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტი თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29ა, მე-6 სართ. ტელ: 877 44 09 86 | პაციენტთა მიღება: | ორშ.-შაბ. 13-დან 16 საათამდე | ივანე ვერულაშვილი დაიბადა 1952 წელს. 1968-1974 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1976-1980 წწ. - თბილისის ი.ჭავჭავაძის სახ. უცხო ენების ინსტიტუტში (ინგლისური ენა). 1974-1976 წწ. გიარა კლინიკური ორდინატურა ნევროლოგიაში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). 1977-1978 წწ. - სპეციალიზაცია - “აკუპუნქტურა და ნევროლოგიის კურსი” (მოსკოვის ექიმთა ცენტრალური დახელოვნების ს/კ ინსტიტუტი). 1987-1990 წწ. სწავლობდა დაუსწრებელ ასპირანტურაში (უკრაინის ექიმთა დახელოვნების ს/კ ინსტიტუტი). 1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია - “ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული სისტემის ფუნქციური მდგომარეობა ცერებროვასკულური პათოლოგიის დროს”. 1995 წელს - სადოქტორო დისერტაცია - “ადაპტაციური მექანიზმების მულტისისტემური დახასიათება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის დროს” 1974 წლიდან დღემდე ივანე ვერულაშვილი მუშაობს ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტში: კლინიკურ ორდინატორად – ექიმ-ნევროპათოლოგად - ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 1991 წლიდან 2006 წლის მაისამდე იგი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე: ასისტენტი – დოცენტი – პროფესორი - კათედრის გამგე. 2006 წლის ივლისიდან იგი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეირომედიცინის დეპარტამენტის ნერვულ სნეულებათა მიმართულების სრული პროფესორი და ხელმძღვანელი (კათედრის გამგე). ივანე ვერულაშვილი არის 6 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 1 გამოგონების (“მიოფასციური ტკივილითი სინდრომების მკურნალობის ხერხი”) და 118 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მონოგრაფია «Неврология женского организма» 2002 წ. აღნიშნულ იქნა წმ. ილარიონ ქართველის პრემიით და მედლით. 2006 წ. დაისტამბა სახელმძღვანელო “კლინიკური ნევროლოგიის პროპედევტიკა”. მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები: 1. Верулашвили И., Волошин П., Мерцалов В., Верулашвили Ия. “Функциональное состояние нейроэндокринной системы больных гипертонической энцефалопатией” (монография) //Изд. «Сакартвело»: Тбилиси, 1990. – 112 с. 2. Верулашвили И., Волошин П., Мерцалов В., Романова Л. “Циркадианные ритмы, гормональный гомеостаз, церебральная сосудистая патология” (монография) //Изд. НАП «Гулани»: Тбилиси, 1991. – 160 с. 3. ვერულაშვილი ი. “ცერებრულ სისხლძარღვოვან დაავადებათა ქრონოთერაპიის საკითხები” (მონოგრაფია). გამომც. მდა “გულანი”: თბილისი, 1992. – 136 გვ. 4. ვერულაშვილი ი. ”გვირაბული სინდრომების მკურნალობა“ (მონოგრაფია). გამომც. „შემოქმედი“: თბილისი, 1996. – 128 გვ. 5. ვერულაშვილი ი., ნინუა ნ., სიგუა რ. “კლინიკური ნევროლოგია” (სახელმძღვანელო). გამომც. “ტრადიციული მედიცინა”: თბილისი, 1997. – 296 გვ. 6. ვერულაშვილი ი. “ნევროლოგია: ნეიროანატომია, სინდრომები, სიმპტომები” (სახელმძღვანელო). გამომც. “ტრადიციული მედიცინა”: თბილისი, 1999. – 312 გვ. 7. ვერულაშვილი ი. “ნერვული სისტემის გამოკვლევის მეთოდები“ (თავი მე-12 ნ.ნინუას და რ. სიგუას სახელმძღვანელოში „ზოგადი ნევროლოგიის საფუძვლები”). თბილისი: “მეცნიერება”, 2001. – გვ. 315-333. 8. Верулашвили И. “Неврология женского организма“ (монография). Москва: «Локид», 2001. – 448. 9. ვერულაშვილი ი., ნინუა ნ., სიგუა რ. ნევროლოგიის სახელმძღვანელო (სახელმძღვანელო – „კლ. ნევრ.“ მე-2 გამოც.). გამომც. “ფენიქსი”: თბილისი, 2004. – 384 გვ. 10. ვერულაშვილი ი., ნინუა ნ., ქორთუშვილი მ. “ნერვულ სნეულებათა კვლევის და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები” (მონოგრაფია). თბილისი: “ფენიქსი”, 2004. - 280 გვ. 11. ვერულაშვილი ი. “კლინიკური ნევროლოგიის პროპედევტიკა” (სახელმძღვანელო). გამომც. “განათლება”: თბილისი, 2006. – 384 გვ. |