ოთარ თოიძე

მედ. მეცნ. დოქტორი, კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის რექტორი, ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი, აკად. პ.სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის სამეცნიერო ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი ექიმი.


     სამედიცინო პრაქტიკა: ნევროლოგია
 

ოთარ თოიძე დაიბადა 1948 წელს თბილისში. 1972 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1972-1975 წლებში იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი.
1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ადამიანის თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის ასაკობრივი თავისებურებები”.
2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “იდიოპათიური ლოკალიზაციადამოკიდებული ეპილეფსიური სინდრომები”.
არის მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი. 1998 წლიდან იგი ევროპის ეპილეფსიის აკადემიის ტრენერ-მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელია.
 
1975-2002 წლებში იყო აკად. პეტრე სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2002 წლიდან მუშაობს სას. ოფტალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრის აკად. პ.სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის სამეცნიერო ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროს ექიმად. 1991 წლიდან ბავშვთა მე-10 პოლიკლინიკის  კონსულტანტია. იგი არის კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ამჟამად მისი რექტორი.
 
ოთარ თოიძე არის ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი (1996წ.), საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციების, ნევროლოგიურ საზოგადოებათა მსოფლიოსა და ევროპული ფედერაციების, გაერთიანებული სამეფოს სამეფო სამედიცინო საზოგადოების წევრი. იგი ევროპის ეპილეფსიის აკადემიის მიერ აკრედიტებული  რამოდენიმე სასწავლო კურსის ავტორი და ორგანიზატორია.
 
გამოქვეყნებული აქვს ეპილეფსიის სხვადასხვა ასპექტისადმი მიძღვნილი 50 სამეცნიერო შრომა და ორი მონოგრაფია. არის მეთოდური რეკომენდაციებისა და წერილების ავტორი.
 
.