კურაციო

"Curatio" ლათინური სიტყვაა და ქართულად მკურნალობას, უფრო სწორად რომ ვთქვათ სამედიცინო ზრუნვას ნიშნავს. სწორედ ამ დასახელებითა და ამ სიტყვის მნიშვნელობის რეალიზების მიზნით, დაახლოებით 20 წლის წინ შეიქმნა საქართველოში პირველი კერძო სამედიცინო დაწესებულება, რომლის ძირითადი მიზანია "ზრუნვა ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომი, უწყვეტი, მაღალხარისხიანი და დაცული სისტემის მეშვეობით".
კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინსტრუმენტული-დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო აპარატურით. კლინიკის შემადგენელი სამედიცინო სტრუქტურული ერთეულებია:
§ პირადი ექიმის სამსახური,
§ პედიატრიული სამსახური,
§ კლინიკო-დიაგნოსტიკური სამსახური (ვიწრო პროფილის სპეციალისტები, ულტრასონოგრაფია, რენტგენი),
§ ლაბორატორიული სამსახური - (ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, სეროლოგია, ბიოქიმია, ჰემოსტაზი, ციტოლოგია).

2010 წლიდან ფუნქციონირებს ”კურაციოსთან” არსებული სტომატოლოგიური კლინიკა ”უნივერსი”, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და მომხმარებლებს სთავაზობს სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრს (თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, იმპლანტოლოგია).
ძირითადი გარემოებები, რაც განსხვავებულს ქმნის კურაციოს სხვა, ანალოგიური კლინიკებისაგან და რაც მის კონკურენტულ უპირატესობას შეადგენს, არის ის, რომ

  • შექმნილია სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთან გრძელვადიან ურთიერთობას, მიმართულს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე,
  • სისტემის ცენტრალური რგოლია პაციენტი,
  • კლინიკა სარგებლობს ელექტრონული აღრიცხვის (EMR) დახვეწილი სისტემით,
  • კლინიკაში ხორციელდება არ მხოლოდ ერთი რომელიმე დაავადების მკურნალობა, არამედ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა,
  • კლინიკისთვის ხარისხის მართვა უწყვეტი პროცესია.

კლინიკა მუშაობს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ორშაბათი-პარასკევი - 09:00 – 20:30
შაბათი - 10:00 – 18:00
კვირა - 10:00 – 16:00

კონტაქტი:
თბილისი, ს.ცინცაძის ქ.16
ტელ.: 22430101
ელ.ფოსტა: info@curatio.ge