თანადგომა

საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა” წარმოადგენს საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურს. ცენტრის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
ამჟამად „თანადგომა” ახორციელებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამას, რაც გულისხმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობის, რეპროდუქციული უფლებებისა და გენდერული საკითხების წინ წამოწევას, აივ ინფექციისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციასა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.

კონტაქტი:
თბილისი, 0112, ა.ქურდიანის ქ.21
ტელ.: 2251819, 2352132
ფაქსი: 2352132
ელ.ფოსტა: center@tanadgoma.ge
ვებ-გვერდი: tanadgoma.ge