|
|||
შპს „აკად. ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი „ენმედიცი“ წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია ამბულატორიული მომსახურების სრული სპექტრის მიღება. კლინიკა „ენმედიცი“ გთავაზობთ შემდეგი სახის ამბულატორიულ მომსახურებას: ენდოკრინოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, თერაპია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, ბავშვთა ნევროლოგია, გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, სექსოლოგია, მამოლოგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, ანგიოლოგია, დერმატოლოგია, საოჯახო მედიცინა, პედიატრია, დენსიტომეტრია, ულტრაბგერითი, დიაგნოსტიკა, ასპირაციული ბიოფსია, რეაბილიტაცია, მანუალური თერაპია, ფსიქოლოგიური სამსახური. დაწესებულებაში ფუნქციონირებს მოზრდილთა ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. ცენტრი „ენმედიცი“ გთავაზობთ სამედიცინო ანალიზების ფართო სპექტრს. ცენტრის ლაბორატორია აღჭურვილია ბოლო თაობის ანალიზატორებით. გამოკვლევების სრული ავტომატიზაცია, კომპიუტერული მართვა, ყველა ტექნოლოგიური პროცესისა და გამოკვლევის უნიკალური მეთოდიკა, უმაღლესი კვალიფიკაციის კადრები - ეს ყოველივე უზრუნველყოფს შედეგების მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს. ცენტრი აწარმოებს დაახლოებით 1000-მდე სახეობის გამოკვლევას დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა: ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, მორფოლოგია, გენეტიკა, ციტოლოგია, იზოსეროლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია. კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ თანამედროვე მიდგომების გამოყენება, კვლევის უახლესი მეთოდები, ულტრათანამედროვე აპარატურა და გამართული მენეჯმენტი გახდა საფუძველი იმისა, რომ 2013 წელს კლინიკამ მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი - ISO 9001:2008 (No: CI/14534). ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
კონტაქტი:
თბილისი, 0144, წინანდლის ქ.9
ტელ.: 2774000, 2771000 ფაქსი: 2772274 ელ.ფოსტა: ვებ-გვერდი: Facebook: |