თაფლის უნიკალური სამკურნალო თვისებები ანტიკური ხანიდან არის ცნობილი აპითერაპიის სახით. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ანტიბიოტიკები, ჭრილობების დამუშავება ხდებოდა თაფლით, რომელიც ავლენდა ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციულ თვისებებს. ცნობილ ქირურგს, ბენედიქტე მაღკაკელიძეს გაუჩნდა დიდი ინტერესი თაფლის სამკურნალწამლო საშუალებად გამოყენებაზე. ჩატარდა მრავალი ექსპერიმენტი, კვლევა. ამ პერიოდის განმავლობაში პრეპარატი მოიხმარა ათასობით ონკოდაავადებულებმა, მათ შორის უმძიმეს სტადიაში მყოფ ავადმყოფებმაც. უმეტეს შემთხვევაში პრეპარატი ავლენდა ინჰიბიტორულ მოქმედებას სიმსივნეთა ზოგიერთი ფორმის ზრდაზე, მათ სრულ რეგრესიამდე.
კომპანია “კამელინის” დამფუძნებელი, ქეთევან მაღლაკელიძე აღნიშნავს:
წლების წინ “კამელინით“ მკურნალობის მსურველები ძირითადად ონკოპაციენტები იყვნენ, მოგვმართავდნენ პაციენტები, რომელთა მდგომარეობა უმძიმესი და მკურნალობა დაგვიანებული იყო, მათ “კამელინის” იმედიღა ქონდათ, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გაიარეს მკურნალობის ყველა ეტაპი - ოპერაციული, ქიმიო-თერაპიული, ასევე მოგვმართავდნენ ისეთებიც, რომლებსაც ონკოლოგების დანიშნულებებთან ერთად სურდათ “კამელინის” გამოყენება. უმეტეს შემთხვევებში ავადმყოფები თავს უკეთ გრძნობდნენ, უმცირდებოდათ ტკივილები და ამცირებდნენ ტკივიგამაყუჩებლების დოზას, საერთო მდგომარეობა უმჯობესდებოდა, ხშირად ადგილი ქონდა სიმსივნური წარმონაქმნების ზომაში შემცირებას. იყო ისეთი ერთეული შემთხვევებიც, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი სრულიად გამქრალა კიდეც. მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად ნათლად დასტურდებოდა “კამელინის” ანტიბლასტომური მოქმედება. დღესაც კამელინის თითქმის ყველა მომხმარებელი კამელინოთერაპიის დროს თავს უკეთესად გრძნობს და კურსის დასრულების შემდეგ პერიოდულად აგრძელებს “კამელინის” მიღებას, პროფილაქტიკის მიზნით. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ კამელინის პროფილაქტიკურად გამოყენება ყველა ჩვენთაგანისთვის სასურველია.
კომპანია “კამელინი” 2004 წლიდან კვლავ განაგრძობს ნაყოფიერ ექსპერიმენტულ-კლინიკურ კვლევებს, როგორც საზღვარგარეთის - კვებეკის, მონრეალის, ილინოისის, ორეგონის, ბერნის, გერმანიის, ინგლისის, რიო-დე-ჟანეიროს, დელის, ასევე საქართველოს სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრებში.
”კამელინი” მოხვდა უცხოელ მეცნიერთა ყურადღების ცენტრში. ჩვენ არ ვჩერდებით და სისტემატურად ვაწარმოებთ “კამელინის” ბიოლოგიურ აქტივობებზე მონაცემების შეგროვებას. მრავალი კვლევების საფუძველზე “კამელინმა” გამოავლინა სხვადასხვა გამოყენების ჩვენებები და შეიძინა ახალი მიმართულებები მედიცინაში (რევმატოლოგიასა და უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, სტომატოლოგიაში, დამწვრობით გამოწვეულ პათოლოგიების, განსაკუთრებით იმუნური თვალსაზრისით და სხვა დაავადებების დროს).
11 ივნისს კომპანია “კამელინმა” “შერატონ ბათუმი პალასში” გამართა კონფერენცია თემაზე - “კამელინი და ჯანმრთელობა”, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმებმა წარმოადგინეს მოხსენებები პრეპარატ “კამელინზე” განხორციელებულ კვლევების შედეგებზე. კონფერენციის სტუმრები იყვნენ ასევე ბათუმის სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც
მედიის წარმომადგენლებთან დისკუსიის დროს გამოთქვეს მოსაზრება პრეპარატ “კამელინის” ოთხივე ფორმის უფრო ფართოდ გამოყენების სხვადასხვა დაავადებებთან მიმართებაში, განსაკუთრებით პროფილაქტიკური გამოყენების მიზნით. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა ჩვენი შვილობილი კომპანია "Camelyn U.S. Incorporation", რომელმაც ამ ქვეყნის ბაზარზე უკვე დაარეგისტრირა "კამელინის" კაფსულების ფორმა და პირველი პარტია დამზადებულ იქნა ამერიკულ ფარმაცევტულ საწარმოში "Kolkhety Honey" სახელწოდებით. ასევე საბერძნეთში დარეგისტრირდა საერთაშორისო კომპანია "Camelyn International".
კომპანია “კამელინი” ამჯერად აწარმოებს ოთხი სახეობის “კამელინს” - ინექცია -“კამელინ მ1”, კაფსულა –“კამელინ მ2”, მალამო –“კამელინ მ3”, სანთლები - “კამელინ მ4”. სექტემბრის ბოლოს გამოვა “კამელინფლუ”-სპრეი, ყელისა და პირის ღრუს ინფექციებისათვის. “კამელინის” არცერთ ფორმას არ გამოუვლენა უკუჩვენება და მისი შეთავსება შესაძლებელია ყველა სამკურნალო საშუალებებთან. ჩვენი მიზანია “კამელინმა” დაიკავოს ღირსეული ადგილი სხვა ქვეყნების ფარმაცევტულ ბაზარზეც და ეს უნიკალური პრეპარატი ხელმისაწვდომი გახდეს ყველასათვის.
მოამზადა მაია ცომაიამ
“კამელინთან” დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა.
დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-45-33-68; 2-22-26-68; 2-75-04-08; 599331059; 877735651; 599230333;
www. Camelyn.ge