ქართულად: 
ახალი ამბები

“კამელინი”- ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე

“კამელინი” დასაბამს იღებს წინა საუკუნის ორმოციანი წლებიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც კომუნისტური წყობილების პირობებში დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რეალური, კლინიკური შედეგებიდან თუნდაც უმნიშვნელო გადახვევა. იმ პერიოდის დროს, “კამელინზე” ჩატარებული წინაკლინიკური და კლინიკური ცდები და მის ირგვლივ გაკეთებული დასკვნები იმდენად მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით, რომ მას, დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და უამრავი უცხოელი მეცნიერების ყურადრების ცენტრში მოხვდა. საქართველოში არცერთ პრეპარატს არ ჰქონია პატივი, გაევლო ისეთი დონის სამეცნიერო-კლინიკური კვლევები, როგორც “კამელინს”. პრეპარატ “კამელინის” სამკურნალო შესაძლებლობები ამოუწურავია, რაც მრავალჯერ დადასტურდა ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევებით. “კამელინზე” დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები სხვადასხვა მიმართულებით, რის საფუძველზეც პრეპარატი იძენს ახალ მიმართულებებს.
მარინა გორგოლაძე - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფთალმოლოგი-
-8 წლის წინ დამიდგინდა ფიბრომატოზულ-კისტოზური მასტოპათია, საჭირო იყო ოპერაციული ჩარევა, მაგრამ ქალბატონმა გუგულიმ (პრეპარატ “კამელინის” ავტორის მეუღლემ) მირჩია პრეპარატი “კამელინი მ1”-ინექცია. ერთი თვის შემდეგ დიაგნოსტიკის საფუძველზე კვანძები აღარ დაფიქსირდა, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ დღეს ქალაქ ბათუმში გახლავართ კომპანია “კამელინის” ექიმი-კონსულტანტი. ჩვენს ქალაქში სხვადასხვა დაავადებების მქონე კმაყოფილ პაციენტთა რაოდენობა დიდია. შესანიშნავი შედეგები აღინიშნება ოტოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, კერატიტების დროს ოფთალმოლოგიაში, რევმატიული, სწორი ნაწლავის (სანთლების სახით) და ონკოდაავადებების დროს, ასევე პროფილაქტიკური თვალსაზრისით, როგორც შესანიშნავი იმუნომოდულატორი. მე როგოც ექიმი, თამამად ვურჩევ პაციენტს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას, განსაკუთრებით კომლექსურ თერაპიასთან ერთად!
მანანა შარაშიძე (პაციენტი ბათუმიდან) - 2010 წელს აღმომაჩნდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე. მოსკოვში გავიკეთე ოპერაცია, ჩავიტარე ქიმიოთერაპიის ოთხი კურსი, ასევე სხივური თერაპია. ჩამოსვლისთანავე გავიგე პრეპარატ “კამელინის” შესახებ და დავიწყე მისი მოხმარება, აღნიშნული პრეპარატის ანტიბლასტომური და იმუნომოდულატორული თვისებები ცნობილია და პროფილაქტიკური თვალსაზრისით უნიკალურია. დღესდღეობით ვარ “კამელინის” აქტიური მომხმარებელი და ჩემი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა არაჩვეულებრივია. პოსტოპერაციული პერიოდის შემდგომი ჩივილები (უძილობა, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება და სხვა) მთლიანად მომიწესრიგდა. “კამელინი” არის ჩემი ოჯახისთვის გამორჩეული პრეპარატი.
დიმიტრი ცეცხლაძე - ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში - რამდენიმე წლის წინ თანამშრომელი გაგვიხდა ავად, დაეწყო წონის საგრძნობი კლება, ხშირი ხველა, რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში მეტასტაზური კერა. ჩივილები იძლეოდა იმის საფუძველს რომ გვეფიქრა ონკოდაავადებაზე. ჩვენდა გასაკვირად მან უარი განაცხადა კონსერვატიულ მკურნალობაზე და თბილისში გაემგზავრა. ახლობლის რჩევით დაიწყო “კამელინის მ1” გამოყენება. პირადად ვკურირებდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ არ მიმხელდა რა საშუალებით მკურნალობდა. პაციენტმა მალევე მოიმატა წონაში, სიმპტომები თანდათან ალაგდა, ორი თვის შემდეგ მას გაუკეთდა ხელახალი რენტგენოლოგიური კვლევა. გულწრფელად ვაგიარებ, რომ გაოგნებული დავრჩი. მეტასტაზური კერის ნასახი არსად ჩანდა. ის ჩრდილი, რომელიც საკმაოდ დიდ უბანზე იყო სრულიად გაიწმინდა. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვე, რომ იგი “კამელინის” ინექციებით მკურნალობდა. მეხუთე წელია ჩვენი თანამშრომელი თავს შესანიშნავად გრძნობს. მივესალმები “კამელინის” ფართოდ დანერგვას ფთიზიატრიაში.
ბათუმის ონკოლოგიური კლინიკის ონკოლოგი მემედ ჯინჭარაძე - ”კამელინი მ1”-ის და “კამელინი მ2”-ის გამოყენებამ უმძიმეს პაციენტებში (სხვადასხვა სიმსივნეების- მე-4 სტადია) მოგვცა ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევაში დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადის და ენერგიის მომატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი 20-30 პროცენტში, რომელიც შენარჩუნებულ იქნა 6-8 თვის განმავლობაში. კლინიკიდან ვასკვნით, რომ “კამელინი” მე-4 სტადიის სიმსივნის მქონე უმძიმეს პაციენტებში საკმარისი ეფექტით გამოირჩევა, ვფიქრობ ზემოთხსენებული ჩვენებები საკმარისია და ამაზე მეტს ”კამელინს” ნუღარ მოვთხოვთ!”


მოამზადა მაია ცომაიამ

“კამელინთან” დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა.
დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-45-33-68; 2-22-26-68; 2-75-04-08; 599 33 10 59; 877 73 56 51; 599 23 03 33;

სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია "კამელინი"
 

2011.08.02