ქართულად: 
ახალი ამბები

პრეპარატ “კამელინის” კიდევ ერთი აღიარება

11 ივნისს ფარმაცევტულმა კომპანია “კამელინმა” გამართა კიდევ ერთი სამეცნიერო-ინფორმაციული კონფერენცია თემაზე “ჯანმრთელობა და კამელინი”, ამჯერად ბათუმში, “შერატონ ბათუმი პალასში”. კონფერენცია გახსნა კომპანიის მენეჯერმა თამარ დოლიძემ, რომელმაც მოკლედ ისაუბრა პრეპარატის წარმოშობის ისტორიასა და პრეპარატის შემქმნელის, ქირურგის, ბატონ ბენედიქტ-ძაგული მაღლაკელიძის ღვაწლზე.
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, კომპანია “კამელინის” დირექტორმა, სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელმა კობა გურიელიძემ წარმოადგინა საზღვარგარეთის უდიდეს სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრებში (მონრეალის, კვებეკის, ილიონისის, ბერნის, როსტოკის უნივერსიტეტებში) წარმოებული კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევების შედეგები, სადაც ნათლად დასტურდება “კამელინის” უნიკალური იმუნომოდულატორული, ანტისიმსივნური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიპარაზიტული (ლეიშმანიოზი, სალმენელოზი, ქლამიდიოზი, ამებიაზები) და სხვა თვისებები. კვლევების საფუძველზე “კამელინმა” მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. კონფერენციის სტუმრები იყვნენ თბილისის და ბათუმის სამედიცინო ცენტრების სხვადასხვა პროფილის მედიკოსები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულები პრეპარატ “კამელინის” სამეცნიერო-კლინიკურ კვლევებში.
აკადემიკოს ნიკა სააკაშვილის ხელმძღვანელობით ბალნეოლოგიურ კურორტში განხორციელებული კვლევების საფუძველზე “კამელინმა” შეიძინა გამოყენების ახალი ჩვენებები და მიმართულებები მედიცინაში. ოსტეოართრიტების და ოსტეოქონდროზების დროს “კამელინის” ჩვენებებზე ისაუბრა ბალნეოლოგიური კურორტის-საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის ცენტრის რევმატოლოგმა, პროფესორმა თამარ ჩილინგარიშვილმა - “აღნიშნული კვლევებიდან ბალნეოლოგიური კურორტი ასკვნის, რომ პრეპარატ “კამელინი მ1” ხსნარის ელექტროფორეზი და “კამელინი მ3” მალამოს ულტრაფონოფორეზი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ბაზისური მკურნალობა ოსტეოართრიტების, მათ შორის-სინოვიტის, ბეიკერის ცისტის, ბურსიტის, ტენდოვაგინიტის, და ოსტეოქონდროზის დროს.”
ამავე კლინიკაში წარმატებით განხორციელებულ კლინიკურ კვლევებზე ქრონიკული პროსტატიტების, ურეთრიტების და ადენომების დროს, ისაუბრა უროლოგმა ზაზა ბაინდურიშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა პრეპარატ “კამელინი მ1” ინექციის და “კამელინი მ4” სანთლების შესანიშნავი და მაღალი სამკურნალო ეფექტი ზემოთხსენებულ დაავადებებთან მიმართებაში, განსაკუთრებით პროსტატის ადენომების დროს და მისი ფართოდ დანერგვა უროლოგიაში. “კამელინის” გამოყენებაზე ვერტებრონევროლოგიაში ისაუბრა კლინიკა “ხერხემალის” ხელმძღვანელმა მედიცინის დოქტორმა ნინო ფალიანმა:
“კამელინის” გამოყენების მეთოდიკამ ღირსეული ადგილი დაიკავა ჩვენს კლინიკაში, ჩვენ დავნერგეთ და ვიყენებთ “კამელინს” ოსტეოქონდროზების და დისკოპათიების მკურნალობაში, აგრეთვე მალთაშორისი თიაქრის ოპერაციის შემდგომ პერიოდში. აღნიშნულმა მეთოდმა გაიარა აპრობაცია ჩვენი კომპანიის სამედიცინო რეაბილიტაციის სამ ცენტრში, მოსკოვში ფიოდორ სტუპინის ხელმძღვანელობით, რაც ბადებს პერსპექტივას “კამელინი” ვიხილოთ რუსულ ფარმაცევტულ ბაზარზეც.
“კამელინი” ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში- მოხსენება გააკეთა მედიცინის დოქტორმა, ტრავმატოლოგმა (ბათუმიდან) ავთანდილ დიასამიძემ, რომელმაც სიამაყით აღნიშნა მისი მხარდაჭერა და გულწრფელი ქომაგობა აღნიშნული პრეპარატის მიმართ, ისაუბრა პრეპარატ “კამელინის” აპრობაციასა და “კამელინის” ფართოდ გამოყენებაზე ტრავმატოლოგიაში.
დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიისას კამელინის” გამოყენების მოქმედებაზე (იმუნური სისტემის აქტივაციაზე, რეპარაციული პროცესების აქტივაციაზე კოლაგენის წარმოქმნის გაძლიერებით, ოპერაციის შემდგომი კანის მთლიანობის აღდგენის უფრო სწრაფ ვადებზე) ისაუბრა დამწვრობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ სამკურნალო დარგში გუგა ქაშიბაძემ, ხოლო დამწვრობით გამოწვეული იმუნური სტატუსის დაქვეითებასა და ამ დროს “კამელინის” მოქმედებაზე იმუნური სისტემის სრული რეაბილიტაციის საქმეში ისაუბრა იმუნოლოგმა, პროფესორმა ბორის კორსანტიამ, მან აგრეთვე აქცენტი გააკეთა “კამელინის” გამოყენების მიზანშეწონილობაზე, მაღალ თერაპიულ ეფექტზე იმუნური თვალსაზრისით სტომატოლოგიაში. იგი აღნიშნავს: „იმუნურ სისტემას უდიდესი მარეგულირებელი და მასტაბილიზირებელი როლი ენიჭება პირის ღრუს ქსოვილებში ნორმალური ჰომეოსტაზის შენარჩუნების პროცესში. იმუნური სისტემა ამავე დროს უშუალო მონაწილეობას იღებს პაროდონტის სხადასხვა დაავადებების ეტიო-პათოგენეზში. აღმოჩნდა, რომ კამელინოთერაპიის შედეგების ეფექტურობა აღემატება ტრადიციული მკურნალობით მიღწეულ შედეგებს.”
პრეპარატ “კამელინის” კლინიკური კვლევების შედეგებზე ონკოდაავადებებთან მიმართებაში ისაუბრა ბათუმის ონკოლოგიური კლინიკის ონკოლოგმა მემედ ჯინჭარაძემ: ”კამელინი მ1” და “კამელინი მ2” გამოყენებამ უმძიმეს პაციენტებში (სხვადასხვა სიმსივნეების მე-4 სტადია) მოგვცა ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევაში დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადის და ენერგიის მომატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი 20-30 პროცენტში, რომელიც შენარჩუნებულ იქნა 6-8 თვის განმავლობაში. კლინიკიდან ვასკვნით, რომ “კამელინი” მე-4 სტადიის სიმსივნის მქონე უმძიმეს პაციენტებში საკმარისი ეფექტით გამოირჩევა.”
”კამელინის” გამოყენებაზე კომპლექსურ თერაპიასთან ერთად ფილტვის რეზისტენტული ტუბერკულოზის დროს შთამბეჭდავი და ამომწურავი პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, თსსუ ფთიზიატრიის ხემძღვალელმა, პროფესორმა ლამარა ვაშაკიძემ: “კამელინი” წარმოადგენს ეფექტურ და უსაფრთხო იმუნოთერაპიულ საშუალებას ტუბერკულოზის მძიმე ფორმების კომლექსურ მკურნალობაში. ანტიტუბერკულოზური ქიმიოთერაპიის ფონზე “კამელინის” გამოყენება პირველი კურსიდანვე აუმჯობესებს პაციენტის სუბიექტურ მდგომარეობას: მცირდება ინტოქსიკაციის ნიშნები, უმჯობესდება მადა, იწყება წონაში მატება და ვლინდება ტემპერატურის ნორმალიზაციის ტენდენცია”.
კონფერენციის მონაწილე მედიკოსები მიესალმებიან პრეპარატ “კამელინის” ოთხივე ფორმის უფრო ფართოდ გამოყენებას სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში, განსაკუთრებით კი, იმუნური და პროფილაქტიკური მიზნით.

“კამელინთან” დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:
98-57-78; 93-20-87; 98-62-25 (ოფისი); 45-33-68; 22-26-68; 75-04-08; 899331089; 877735651; 899230333;

მოამზადა მაია ცომაიამ

სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია "კამელინი"
 

2011.06.17